|
2022-07-07 19:27:15, 977 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ქართული ოცნება დაასრულებს პოლარიზაციას. მაგრამ, პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს ნაციონალურ მოძრაობაში
ჩვენ უკვე ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა დასრულდეს პოლარიზაცია და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ზუსტად ამისი დასტური იყო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური აქტიორები ამ პროცესში ჩაერთნენ. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიახ, ქართული ოცნება დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, პოლარიზაცია, შეიძლება რა დასრულდეს, ნაციონალურ მოძრაობაში.- განაცხადა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ,,დღეს ჩვენ დავინახეთ ნათელი მაგალითი, თუ როგორი მძიმე დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს უშუალოდ შიგნით, ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებით კაზუსი, თუ ინციდენტი სწორედ ამისი მაგალითია, როდესაც ის ზუსტად მაშინ შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა შეხვედრა. როგორც ჩანს, სატელეფონო ზარით, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის გამოაბუნძულეს ამ შეხვედრიდან და შემდეგ, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო განცხადებები აკეთებინეს. მათ შორის, თქვენს ეთერში. ცხადია, ბეჟაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით არ შედიოდა შეხვედრაზე. ის შედიოდა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წარმომადგენლების საერთო ინიციატივით, რომელსაც შიგნით არ იზიარებს უმრავლესობა. ანუ, ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად რადიკალური განწყობებით არიან ცნობილები. ასე რომ, პოლარიზაცია ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება გაგრძელდეს და ეს გამოიწვევს შემდეგს - პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩება და ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო დაბალი რეიტინგებით წარსდგება საზოგადოების წინაშე,’’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)