|
2022-07-07 11:09:41, 1439 ნახვა
პოლიტიკა
ეუთომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეამ 29-ე სესიაზე, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში შემაჯამებელი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით სხვა სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ. ამასთან ორგანიზაციის შეშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ რუსეთის ფედერაცია დღემდე ინარჩუნებს ამ სახელმწიფოების ზოგიერთი ტერიტორიის ეფექტური ოკუპაციის ან კონტროლის მიუღებელ პირობებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ 2008 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტის გამო და ხაზს ვუსვამთ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად განხორციელების აუცილებლობას 2021 წლის იანვრიდან“,- აღნიშნულია რეზოლუციაში. ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „ვგმობთ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, რომელიც გაუარესდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად. ეს გახლავთ, ქართველებისა და ორივე რეგიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლა და შეცვლა, რუსეთის ფედერაციის მიმდინარე საოკუპაციო და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის სიკვდილი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. საპასუხო ცეცხლი 7 აგვისტოს, ღამით გაიხსნა, მას შემდეგ რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს. 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო, 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა სამი პირის მიმართ: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავით გეორგიევიჩ სანაკოევი.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)