|
2022-07-06 21:01:39, 1298 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი მაკფოლს - ის ვინც სანქციებზე საუბრობს ვალდებულია შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს
ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. - განაცხადა რატი იონათამიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლდის საპასუხოდ. მისივე თქმით, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. "ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება". - განაცხადა იონათამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მაკფოლდმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი იწყებს მსჯელობას პიროვნებების დასანქცირებაზე და განიხილავენ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)