|
2022-07-03 21:54:14, 1355 ნახვა
პოლიტიკა
დიღმელაშვილი - დავრჩეთ აქ დილამდე, მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ საკუთარი ქვეყნისთვის
მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეილება მერე ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ აქცია "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორმა და სახალხო მოძრაობის "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. დიღმელაშვილმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ სამოქმედო გეგმის აღსრულებისთვის მიაქციონ ყურადღება პარლამენტს. "გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, იმიტომ რომ სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომაც ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ნაწილს. ახლა რაც შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც და ეს გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს. შეგიქმნით ყველა კომფორტს, რომ თქვენი აქ ყოფნა იყოს ადვილად გადასატანი, მაგრამ მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეილება მერე ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში. ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს 12 პუნქტის შესრულებას და ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, რათა იყო შორს რუსული სფეროსგან, ახლოს ევროპულ ოჯახში. მოვუწოდებ ოპოზიციას, მხოლოდ ამ სამოქმედო გეგმისთვის აღირსონ საკუთარი ყურადღება ამ პარლამენტს, მხოლოდ ამისთვის",- განაცხადა დიღმელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)