15:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 18:29:26, 713 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი პოლარიზაციის მონიტორინგის საბჭოზე - ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების თამაშს

ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს,-ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი.

მისივე თქმით, 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა..


"დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 


12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. 


ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს,"- წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics