|
2022-06-30 17:29:31, 575 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს
FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, მას აქვს ძალიან გრძელი სია იმ ადამიანების ჩამონათვალით რომელსაც სურს საქართველოს ომში ჩართვას დაწყებული მარგველაშვილიდან გაგრძელებული უკრინის მაღალჩინოსნებით. "FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ - დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ". - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ,რომ დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე გარკვევით თქვა რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)