|
2022-06-29 18:34:19, 623 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს დეკლარაცია - ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მხარდაჭერა ბოსნიასთვის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის
ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს სწევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, განაცხადეს და შესაბამისი დეკლარაცია მიიღეს. ლიდერების გადაწყვეტილებით, დეკლარაციაში საუბარია ასევე საქართველოზე, ნატო მზადაა იმუშავოს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მთლიანობა, გამძლეობა, განვავითაროს შესაძლებლობები და დაიცვათ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვას რესპუბლიკა. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ვუზრუნველყოთ მათი მთლიანობა, გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას”,- აღნიშნულია ნატო-ს დეკლარაციაში. შეგახსენებთ, რომ დღეს მადრიდში ნატო-ს ლიდერთა სამიტი გაიმართა, რომელიც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია უკანასკნელ წლებში. ამასთან, დღევანდელ სამიტზე ალიანსმა ფინეთი და შვედეთი ფორმალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები. იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა, რაც შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)