|
2022-06-28 14:10:30, 962 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. თუ რაიმე საჭიროებები აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 დეპუტატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაყვანა ევროპის სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავს სამედიცინო შემთხვევებთაბ გამკლავების გამოცდილება,- განცხადების თანახმად, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. ხოლო სააკაშვილის ავად ყოფნამ ან პატიმრობისას გარდაცვალებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამ პროცესს. "შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რომელიც იმყოფება საქართველოს პენინტენციურ დაწესევულებაში 2021 წლიდან.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)