|
2022-06-28 10:19:15, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი კრემენჩუკზე - სოლიდარობას უკრაინას, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!
კიდევ ერთხელ ვიტყვი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!,- ასე გამოეხმურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშს. ზურაბიშვილი უკრაინელ მეგობრებს სოლიდარობას უცხადებს. „როგორც ვხედავთ კრემენჩუკის სურათებს, კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმის ფონზე, გამოვხატავ ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინასთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, რუსმა დამპყრობლებმა პოლტავას ოლქის კრემენჩუგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის სტადიონს კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ იტყობინება, რომ ოკუპანტებმა კრემენჩუკის სავაჭრო და გასართობ ცენტრს Tu-22M3 შორ მანძილზე ბომბდამშენებიდან რაკეტები ესროდნენ. მტრის თვითმფრინავები აფრინდნენ შაიკოვკას აეროდრომიდან, გაშვებები განხორციელდა კურსკის რეგიონიდან. უკრაინის უშიშროების სამსახურმა კრემენჩუგში სავაჭრო და გასართობ ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია 21 დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულის შესახებ (მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია). კიდევ 29-მა ადამიანმა მიიღო ამბულატორიული დახმარება (ჰოსპიტალიზაციის გარეშე), მათ შორის ორი ბავშვია. თავდასხმის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)