|
2022-06-27 17:59:09, 1006 ნახვა
პოლიტიკა
სანდუ - უკრაინაში ვიხილე ტრაგედია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია
საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწყვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და საბავშვო ბაღები. - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მისივე თქმით, ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. "დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების ნახვით დავიწყეთ. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწყვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, ცხოვრობს ომში. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაღა აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული გახდეს ის გაუმართლებელი დანაშაულები, რომელიც კონფლიქტის დროს ჩაიდინეს. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელბიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)