12:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 12:49:00, 1364 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა - „საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საქმე განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი- „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.

სარჩელის დავის საგანი საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობას წარმოადგენს. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“,- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს მიმართა.

სარჩელის თანახმად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრება მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად ეს ყოველივე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს აღიარებული

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics