|
2022-06-24 20:38:02, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას - ჩვენ თქვენ არ გენდობით!
აქ ვართ ადამიანები, რომლებიც არ ვიბრძვით ძალაუფლებისათვის, ვიბრძვით, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში, ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ- ჩვენ თქვენ არ გენდობით!,- ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ისტორიული ვალდებულოება,რომ ეს პროცესი მივიყვანოთ გამარჯვებამდე და ეს არ გამოვა თუ არ ვივლით აქციებზე და აქტიურად არ ჩავერთვებით ამ პროცესში. "აქ ვართ ადამიანები, რომლებიც არ ვიბრძვით ძალაუფლებისათვის, ვიბრძვით, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში, ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ- ჩვენ თქვენ არ გენდობით! თუ მათ უნდოდათ, რომ საქართველოსაც უკრაიანას და მოდლოვას მსგავსად სტატუსი ჰქონოდა, დრო ჰქონდათ რომ უამრავი კანონი მიეღოთ და რეფორმები გაეტარებინათ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ისტორიული ვალდებულოება,რომ ეს პროცესი მივიყვანოთ გამარჯვებამდე და ეს არ გამოვა თუ არ ვივლით აქციებზე და აქტიურად არ ჩავერთვებით ამ პროცესში. მიზანი არის, რომ საქართველო გადარჩეს",- განაცხადა ლაშა ბუღაძემ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)