10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 14:20:23, 1115 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვეტოში ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია

ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში, ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება,- აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კანონპროექტი მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან.

„როდესაც გრძელდება კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ ამ კანონპროექტს რომელიც მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა, პირველად გამოიყენა ვეტო მოსმენების შესახებ კანონზე.

პრეზიდენტის განმარტებით, ვეტოს უფლებას იყენებს იმიტომ, რომ არ ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics