10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 12:17:47, 1056 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი პრეზიდენტზე - თუ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით ესაუბრება პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისადმი

რას ნიშნავს, ყველაფერს ვეტოს დაადებს?,- ასე გამოეხმაურა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას  ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებული კანონისათვის ვეტოს დადების შესახებ.

ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან.

 

 "თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისადმი. რას ნიშნავს, ყველაფერს ვეტოს დაადებს? ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება მოტივირებული შენიშვნა. ჩემთვის გაუგებარია, რა ტიპის ფორსირებაზეა საუბარი, რა ტიპის არასწორ პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან,"- აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად, მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამოყენა. ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში, ყველა კანონს "რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით" ვეტოს დაადებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics