09:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 16:27:04, 778 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ივანიშვილზე - ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, ის არის ადამიანი, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში

ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, თქვე საც... სასწაულია პირდაპირ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში.- აცხადებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით,  აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტი ობამას კადრი დაბრუნდა. როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე. თუმცა პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობას და არაფორმალურ მმართველობას არავინ აბრალებს.

"კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, თქვე საც... სასწაულია პირდაპირ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი! კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში.  არგუმენტი რა აქვთ - ბატონ ივანიშვილს თურმე აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად, მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ამ ძალიან კონსტრუქციულ ოპონენეტებს, ოპოზიციას, აშშ-ში ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტი ობამას კადრი დაბრუნდა. როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს ახლა იგივეა, დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა",- აცხადებს ღარიბაშვილი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics