|
2022-06-22 14:59:20, 1112 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მეორე ფრონტის გახსნაზე - მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება ინტერესი რომ ჩაერთოს ომში
მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება ინტერესი რომ ჩაერთოს ომში - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს,რომ ამ კუთხით საქართველოსა და მოლდოვის შედარება არასწორია. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია. „გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში, არის რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები, მთავარია მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყენბისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რომ იცოდეთ ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს ამასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს , მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე მოლდოვის მიმართ ვერავის ვერ ექნება სუბიექტური ინტერესი რომ ჩართოს ომში , ეს არის „ფეიკი“ რასაც ავრცელებენ, საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)