08:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 14:21:14, 888 ნახვა

პოლიტიკა
დიეგო კოლასი აქციაზე - ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ

ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები, ამიტომ ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ, - ასე აფასებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი 20 ივნისის აქციას. 

მისი თქმით, ძალიან საინტერესო პროტესტმა აჩვენა ქართველი ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა.

"უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელმა მშვიდობიანმა, კანონიერმა და ძალიან საინტერესო პროტესტმა აჩვენა ქართველი ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა. ჩემი აზრით, ევროკომისიის შეთავაზებაზე მობილიზაციისა და ოპტიმიზმის იმედი არსებობს, რადგან გვაქვს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე, გვაქვს მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის და წინსვლისთვის. ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელობა არ არის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები, ამიტომ ის, რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ. ეს არის მობილიზაცია და შეუპოვრობა",- განაცხადა დიეგო კოლასმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics