|
2022-06-20 14:59:02, 749 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილება მედიასთან საუბრისას შეაფასა. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მუშაობას დაიწყებს. „მისასალმებელია ის, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ევროპული პერსპექტივა ჩაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას 23 ივნისს ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რაც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მის შესასრულებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა ევროპული მიმართულებით ქვეყნის წარმატების მისაღწევად. „საქართველოს ხელისუფლებამ, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, რაც დღეს ქვეყანას ევროპის მიმართულებით გააჩნია - ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია თუ თავისუფალი ვაჭრობა, არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას - ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. საქართველოს უკან არასდროს არაფერში დაუხევია. თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო მისიები - ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა, ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ იმას, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და წარმატებები უსურვა. „სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, ომის გამო იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)