|
2022-06-20 10:52:52, 946 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რა კვალიფიკაცია ან რა პრეტენზია აქვს ცენტრ „ემპათიას“, რომ საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს
„დააკვირდით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას. ნებისმიერი ერთობლივი განცხადება აიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. წაიკითხეთ სია არასამთავრობო ორგანიზაციების მათ შორის, ზოგის სახელიდან მიხვდებით მათ სპეციალიზაციას, რომ არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად ცენტრი „ემპათია“, აუდიტორიისთვის მეტნაკლებად ცნობილი, ან რა კვალიფიკაცია აქვს, ან რა ცოდნა აქვს, ან რა პრეტენზია აქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით, ევროპული გადმოსახედით ძირითადად ეს არის პროფესიული გაერთიანებები და არის ისეთი ასოციაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან სხვადასხვა საკითხებში. შეიძლება ეს გარემო იყოს, ადამიანის უფლბები ან ცხოველების დაცვა, სამედიცინო სფერო თუ სხვა ნებისმიერი. ჩვენთან სამწუხაროდ ტენდენციაც არ არის. არის გამოკვეთილი რამდენიმე ორგანიზაცია რომელიც ყველაფერში თავს მოიაზრებს სპეციალისტად. მისივე თქმით სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამ კუთხით არის გასაძლიერებელი, რომ მათი სპეციალიზაციის მიხედვით იყვნენ ჩართულები. „სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელი სწორედ ამ კუთხით არის, რომ მათი სპეციალიზაციის მიხედვით იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ ამის ნაკლებობა ნადვილად არის. მხოლოდ რამდენიმე სფეროზე სპეციალიზირებული არასამთავრობო სექოტრი გვყავს და არადა ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ სექტორს გულისხმობს. ძალიან რუტინულ და ტექნიკურ სამუშაოს, სადაც მოსაზრებები ასოციაციებისგან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)