|
2022-06-18 12:27:30, 1278 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე - გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო
გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას პალიტრანიუსის ეთერში. დეპუტატის თქმით, თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირები გაითვალისწინებდნენ იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო. „ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით იმას, რომ როდესაც ევროკომისია იმუშავებს, ჩვენ ვთხოვდით და გვქონდა ამის მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო, მე ესეც შემიძლია ვთქვა, თუკი გავითვალისწინებთ და გაითვალისწინებდნენ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 საუკუნეა, ქართველები იბრძვიან და ევროპის ნაწილი რომ უნდა გავხდეთ, ქართველებმა ეს შინაგანად ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროპის მხრიდან მისაღები“,- განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)