|
2022-06-16 21:06:37, 1221 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის და პოლონეთის რესპუბლიკების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. კოლეგებს შორის საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)