|
2022-06-15 17:27:52, 885 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - კარლ ბილდტის მიერ ერთ დროს მიღებული თანხები როგორც ჩანს დღემდე მოქმედებს, და ჯოჯოხეთს ანათებს
კარლ ბილდტის განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, არ არის სამართლიანი და ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ კარლ ბილდტმა. ასეთ განცხადებებს აქვს ძალიან მარტივი მიზეზი და ამ მარტივ მიზეზს ქვია ფული, რომელიც მას აქვს აღებული საქართველოს ბიუჯეტიდან საიდუმლო ხარჯებით. როდესაც ის ლაპარაკობს, თითქოს მოხდა დემოკრატიის უკუსვლა სხვადასხვა დროს, მან ყველაზე უკეთ იცის, როგორი რეჟიმი იყო სააკაშვილის დროს და ეს ნათქვამი აქვს პირადად ჩემთან, როცა ის საქართველოში ჩამოდიოდა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, კარლ ბილდტის მიერ ერთ დროს მიღებული თანხები როგორც ჩანს დღემდე მოქმედებს, ეს არის ის ქრთამი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს და აკეთებინებს იმ განცხადებებს, თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო, თითქოს საქართველოში ოპოზიციის დევნა მიდის და ა.შ. კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია, რაც იმ პერიოდში გაავრცელა მაშინდელმა ელჩმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ერთი ელჩი ფარავდა ორივე ქვეყანას, რომელმაც როცა თქვა, რომ მან გააკეთა, მისწერა წერილი საგარეო საქმეთ მინისტრს იმ საოცარ დარღვევებზე, რომელითაც ჩატარდა 2008 წლის არჩევნები, ამის გამო მან მიიღო ძალიან სასტიკი საყვედური კარლ ბილდტისგან და პირდაპირ მიუთითეს მას, რომ ამაზე ხმა არ უნდა გაეღო. ესეც კარგად მეტყველებს, რომ საერთოდ არ აინტერესებდა კარლ ბილდტს, რა ხდებოდა საქართველოში, იყო თუ არა დემოკრატია, ის უბრალოდ ლობირებდა ერთი კაცის ინტერესს და ამ ინტერესის უკან იდგა ფინანსური დაინტერესება, რაც კარგად ჩანს იმ დოკუმენტებიდან, რომელიც გამოქვეყნებულია უკვე პრესაშიც მათ შორის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარმა არ დააკონკრეტა, ვინ ეწინააღმდეგებოდა გრიფის მოხსნას, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის საქართველოს მეგობარი და არ შეიძლება გრიფი მოეხსნას.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)