|
2022-06-15 00:17:30, 1355 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი გაუგებარია,- 20-ში, რუსთაველზე
"გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი - 20-ში, რუსთაველზე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. "სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს 20 საათზე რუსთაველზე" - აცხადებს ნიკა მელია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია. "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება". ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განახადა, რომ ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის, გახლეჩის". მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)