|
2022-06-11 13:33:01, 1160 ნახვა
პოლიტიკა
ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს - ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ გადაწყვეტილება ქვეყნისთის უსამართლო, და შეუარცხმყოფელი იქნება, ყველაფერს ფარდას ახდის, ამასთან ის დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების 80% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა. „ჩემთვის მთავარია დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ადამიანმა, ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაველოდებით 23-24 ივნისს, რომ გავიგოთ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ეხლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. მე საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)