01:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 15:05:55, 762 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოიცავს და იმედოვნებს, რომ "როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, იმ დროისათვის, სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება". 

"იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის, სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. ფეიკის გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება",- განაცხადა კობახიძემ. 

როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა და "კრიმინალების კამპანიამ" ევროპარლამენტამდე მიაღწია. 

"ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება",- ამბობს კობახიძე, 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.  მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics