|
2022-06-09 10:33:35, 1092 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენა და წინადადება დასრულებული არ არის, ზიზღის შემცველ ტერმინოლოგიას იწყებენ
იწყებენ საუბარს, თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, იწყებენ ზიზღის შემცველ ტერმინოლოგიას. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა, ასეთი გამონათქვამების მთელი ბუკეტი მოყვება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ს ეთერში განაცხადა. „ძალადობა, ძალადობის წახალისება მუქარა და ა.შ. ამას ამბობს ხალხი, მათ შორის დღესაც სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით მქონდა კომენტარი. იწყებენ საუბარს თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და იწყება მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, მძიმეს შემდეგ ზიზღის შემცველი ტერმინოლოგია. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა ყველაფერი მოყვება, ასე ვთქვათ მთელი პრეისკურანტი, მთელი ბუკეტი ასეთი გამონათქვამების. გუშინაც იყო ამაზე საუბარი, რომ ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც საკუთარ გამონათქვამებს, საკუთარ ქცევას არ უკვირდებიან სხვაზე კი გამოკიდებაზე არიან“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)