01:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 21:52:31, 1177 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - მიშას ევროკავშირში უმაღლეს დონეზე არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ევროკავშირში უმაღლეს დონეზე არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, ახლა ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირში საქართველოს სტატუსი.

"ახლა ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირში საქართველოს სტატუსი. ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ ადგილი მოგვეპოვებინა ადგილი ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, ახლა მთელი ეს დღეები ერთადერთი საფიქრალი ეს არის, ჯანმრთელობამ და ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია.
წერილები აქვს უამრავი გაგზავნილი ყველა დონეზე, ევროკავშირშია გაგზავნილი, რომელშიც ასაბუთებს რატომ ეკუთვნის საქართველოს ადგილი და ნამდვილად ეკუთვნის, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ ჩვენ დასავლეთში ჩვენი კუთვნილი ადგილი მოგვეპოვებინა". - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics