23:54 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 14:06:10, 868 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვაწლმოსილი ექიმი მერი რემპელსი დააჯილდოვა

ღვაწლმოსილ ექიმს - მერი რემპელს დაბადებიდან 75, ხოლო სამედიცინო სფეროში საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა. - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

მათივე თქმით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისა და 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინოვაციური სტომატოლოგიის და ზოგადი მედიცინის ცენტრ ,,როგო“-ს ექიმი მეან-გინეკოლოგი, მერი რემპელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

,,სამინისტროს სახელით, ვულოცავ ქალბატონ მერის საიუბილეო თარიღებს. 50 წელია, რაც სამედიცინო საქმიანობას ეწევა და დღემდე შემართებით, ენერგიითა და სიყვარულით აგრძელებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ მრავალი  წელი  ემსახუროს რეგიონის მოსახლეობისათვის“ - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

მერი რემპელმა 1972 წელს დაამთავრა სვერდლოვსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო საქმე, მოგვიანებით კი ინტერნატურა ამავე ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით, მუშაობდა სვერდლოვსკის სამოქალაქო საავადმყოფოში. ქალბატონი მერი 1976 წლიდან დღემდე საქმიანობს  ბათუმის სხვადასვა სამედიცინო დაწესებულებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics