|
2022-06-03 10:21:27, 833 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სამადაშვილზე - მარტივად გაიშიფრნენ - მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ
სალომე სამადაშვილი პირდაპირ გეგმას დებს, როდესაც პრემიერი და მინისტრები პარლამენტში იყვნენ, ვერ მოითმინა და თქვა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგესო, ეს არის მათი გეგმა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „მარტივად გაიშიფრნენ და დაიწყეს საუბარი იმაზე, რაც უნდათ. სუბიექტურად, მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ. თუ დსთ-ში მყოფი მოლდოვის მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან და საქართველოს მიმართ - არა, ეს აქტიური ჩარევის შედეგი და ნამუშევარი არ იქნება ამ საკითხზე? ეს უნდათ დააჯერონ ქართულ ან დასავლურ საზოგადოებას?! მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?! ჩავწეროთ კონსტიტუციაში სამხედრო ნეიტრალიტეტი, უნდა ვიყოთ დსთ-ში და მაშინ უფრო მეტი შანსი გვექნება?! ეს უნდა უთხრას ვინმემ საქართველოს? ეს ასე არ არის, ეს არასამართლიანი იქნება და წარმოუდგენელია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, მაშინ საქართველოც მიიღებს, რადგან იმსახურებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)