|
2022-06-03 10:10:09, 981 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე - არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს
არასწორი და სწორი დრო - სამართალწარმოებაში ამ ტერმინების შემოტანა არასწორია და რატომ - ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” , ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევები და მაშინ სულ არასწორი დრო იქნება. „არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწრია და რატომ - ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ იცი რა, შენი ჭირიმე, ეხლა არასწორი დროა და მოდი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო - ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია. სხვათა შორის, სულ ამას გვსაყვედურობენ ხოლმე ჩვენი მომხრეებიც, სუბიექტური რაკურსით რომ შევხედოთ,რათ გინდოდათ ახლა ეს. მე რათ მინდოდა, სასამართლომ გამოიტანა რაღაც გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა, ან არ დაუკმაყოფილა და მე რათ მინდოდა. სანამ ასე ვიაზროვნებთ ჩვენ, რომ რათ გინდოდათ, მე არ მომმართავთ ამასთან დაკავშირებით, რომელიც არაფერ შუაში არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მომხდარიყო, გულწრფელად და ამას მისვამდნენ თქვენი კოლეგები ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან, საიდან გაიგეთ - საიდან გავიგე და ტელევიზორიდან, როგორც თქვენ ყველამ. ეს ხომ უნდა დავიჯეროთ როდესღაც, რომ არ შეიძლება ამის დრო არ არის და იმის დრო არ არის და პოლიტიკური კონტექსტი, თუნდაც ჩემთვის არადამაზიენებელი გადაწყვეტილებებისთვის ვიზრუნო ან სასამართლოში, ან პროკურატურაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)