23:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 22:44:58, 1370 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში

ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება.

"არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტაა ასეთი ქვეყანა დარჩენილი ევროპაში, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის, რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობის?... თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს როგორც ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. 
ასევე, მე მგონია, რომ 26 მაისს, დღე, რომელიც იყო ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული და ქართული დროშები, ასევე შეიძლებოდა, ყოფილიყო უკრაინის და მოლდოვის დროშები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ პალიტრანიუსთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics