|
2022-05-27 14:59:51, 879 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 26 მაისს რომ არ იცი რაზე ისაუბრო, სერიოზული პრობლემაა და ამაზე უნდა მივანიშნოთ პრეზიდენტს
საზეიმო დღეს როდესაც არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა "არასწორი განცხადებით", სცადა სასამართლო სისტემის, ანუ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება. "26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა რა თქმა უნდა სასამართლო სისტემის, ანუ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში მნიშვნელოვანია არგუმენტების გარეშე ეს ერთია, მაგრამ როცა პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტის დამცველს",- განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი წარმოადგენს, რომლის გაშვებასაც თაობები არ აპატიებენ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისს, ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე და მონობაზე.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)