|
2022-05-25 16:26:12, 1010 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო: ჩვენი აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში
ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ჩაშლილ მოგზაურობასთან დაკავშირებით. საელჩომ დასძინა, რომ 30 წელია მხარს უჭერენ საქართველოს სასამართლოს პროგრამებით. "30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება, რასაც ირაკლი კობახიძემ "სპეკულაცია" უწოდა და აშშ-ს საელჩოს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)