|
2022-05-25 11:51:16, 676 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა გიორგი აბუთიძეს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია და შევეხები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი აბუთიძეს, რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ტოვებს თანამდებობას და გადასვლას აპირებს კერძო სექტორში. მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)