|
2022-05-18 17:42:07, 1052 ნახვა
პოლიტიკა
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი გვარამიაზე - გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი. - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს. მათივე თქმით, მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია. "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი, რამაც შეიძლება საქართველოში შეუძლებელი გახადოს კერძო მედიაოგრანიზაციების თავისუფალი საქმიანობა. მივიჩნევთ რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია! გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც "დამოკლეს მახვილვით" ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე. მივმართავთ საქართველოში მედიაგარემოზე და ქვეყნის ბედზე მზრუნველ ყველა ინსტიტუტს, გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად!" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)