|
2022-05-13 14:04:09, 1073 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ჟურნალისტს - თქვენ შეგიძლიათ, რომ ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე
თქვენ შეგიძლიათ, რომ ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და ყველა იმ უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს. „ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, მე თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე პირველ რიგში. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში უკრაინელებისთვის. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)