|
2022-05-12 15:18:28, 2077 ნახვა
პოლიტიკა
პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა
პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს. ფრაქციის ლიკვიდაცია დღეს ტრიბუნიდან პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ გამოაცხადა. დაშლის მიზეზი რაოდენობის ნაკლებობაა, რადგან მათი რაოდენობა 17 დეპუტატზე ნაკლებია. „უმაღლეს რადაში ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის ფრაქცია ოფიციალურად ლიკვიდირებულია! მეხუთე კოლონა ბატონის სამხედრო ხომალდს მიჰყვება“,- განაცხადა გონჩარენკომ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის პარლამენტში ახალი სახელწოდებით - საპარლამენტო ჯგუფი „სიცოცხლისა და მშვიდობის პლატფორმა“ აღორძინდა. მასში შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალული პარტიის ყოფილი ფრაქციის ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლის წევრები. 14 აპრილს რადამ ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)