|
2022-05-10 15:35:09, 1165 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა დნება, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი
ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და "რამდენ ხანს გაუძლებს რთული სათქმელია". "რასაც ვატყობ ის შემიძლია გითხრათ, მე ვერანაირად სამედიცინო ტერმინოლოგიით მის ჯანმრთელობაზე ვერ ვიტყვუ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი, მე ესეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა, ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას და თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის ასე ვერ ვისუსტებ თავს და ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, მე არ ვიცი ვხედავ რომ ეს ადამიან დნება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანას სთავაზობს. თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)