|
2022-05-10 10:32:28, 1115 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - თუკი ვინმე არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მინისტრის თქმით, თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო. „მინდა, დავამშვიდო ყველა. როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში; პენიტენციური სამსახური ზრუნავს სრულად მის ჯანმრთელობაზე. აქ არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, უტარებენ გამოკვლევებს, სინჯავენ. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზები. თუ დადგა საჭიროება, ვიმოქმედებთ შესაბამისად. მას ჰყავს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ექიმები და თუ ვინმეს ინტერესია, სააკაშვილი იყოს კარგად, ვართ ჩვენ", – განაცხადა მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, ის ყოველდღიურად ინტერესდება პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობით და ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან: „ვინტერესდები მისი ჯანმრთელობით და მაქვს კომუნიკაცია ექიმებთან, არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს... რაც დასჭირდება სააკაშვილს, მიიღებს ყველაფერს, ისევე, როგორც სხვა პატიმარი".
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)