18:18 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 17:25:29, 1129 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ილია - დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე

დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე. - ამის შესახებ განაცხადა დეკანოზმა ილიამ.

მისივე თქმით,დიდება და გამარჯვება უკრაინას სამამულო თავდაცვით ომში, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს ცივილიზაციის გადარჩენას, გაძლიერებას და მშვიდობას ემსახურება.

" დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე, თავპირი ჩამოსტიროდა მასაც და ყველას, მიუხედავად მცდელობისა, არ შემჩნეოდათ.

დიდება და გამარჯვება უკრაინას სამამულო თავდაცვით ომში, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს ცივილიზაციის გადარჩენას, გაძლიერებას და მშვიდობას ემსახურება! ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, რითაც საქართველოც გაიმარჯვებს იმპერიალისტურ რუსეთზე! უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა!

ჩვენთან ინერციით გრძელდება საბჭოური პროპაგანდა და წარმოდგენები, რომ საბჭოთა კავშირმა/სტალინმა დაამარცხა ფაშიზმი და ნაციზმი, სინამდვილეში ის დაამარცხა მოკავშირე სახელმწიფოთა ამერიკა-ბრიტანეთი-საბჭოეთის ერთობლიმა ძალისხმევამ და ბრძოლამ. მათ გარეშე საბჭოეთი განწირული იყო დამარცხებისთვის.

ღმერთი ჰფარავდეს უკრაინას, საქართველოს და მოკავშირე ქვეყნებს! " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ილია გამოირჩევა საპატრიარქოს ადმინისტრაციისა და სინოდის მიმართ კრიტიკით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics