|
2022-05-07 14:39:55, 990 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორს, პაუ როკა ბლასკოსს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, OIV-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აქვს. როგორც პაუ როკა ბლასკომ შეხვედრაზე განაცხადა, ღვინო საქართველოში კულტურის, იდენტობის ნაწილია; საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპერტების ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების თანამშრომლობიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წლის 26 ნოემბერს, „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, დაემატა OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს, რომელშიც მანამდე სხვადასხვა ქვეყნის ჯამში 7 ღვინო შედიოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, ვენახის კადასტრის პროგრამაზე, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაფართოებასა და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ახალი მარკეტინგული პროგრამის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა. OIV-ის გენერალურ დირექტორ პაუ როკა ბლასკოსთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)