|
2022-05-05 21:08:55, 1212 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „რაც დღეს უკრაინაში ხდება, იგივე რომ საქართველოში ხდებოდეს, მე არ მგონია, რომ ამის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება, იმიტომ რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც აბსოლუტურად აუხსნელია ეს გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ ამას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მე მესმის, რომ მათ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქება სურთ. როცა იგივე სურთ ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარია. რა დონეზე უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ასე გაწირო საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სურს ღალატისა და ომის პარტიას, და ეს რამდენიმე კვირის წინ ბათუმში გამართულ არჩევნებზეც დადასტურდა“, - აცხადებს სუბარი.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)