|
2022-05-01 16:48:45, 1244 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი, დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის
უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? არ არის, სავარაუდოდ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, ეს განცხადება წინა განცხადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, როცა გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით. „ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება გახმოვანდა, რომ არსებობს შესაბამისი არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული, როცა შენ გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით. ვფიქრობ, ეს ძალიან აწყობს ჩვენს საერთო მტერს - რუსეთის ფედერაციას, ურთიერთობის დაძაბვა, გართულება ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება. დაყავი და იბატონე ეს რუსების პრინციპია, რომელსაც ისინი ქადაგებენ საუკუნეებია, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, რომლის თითქმის 40 ატასი ლტოლვილი მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით და საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ, მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)