|
2022-04-29 13:12:35, 1073 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო და ევროკომისიას გადასცემს
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. როგორც ილია დარჩიაშვილმა გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ვადა 13 მაისია. „კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის სექტორულ ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში, დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ, გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილიც დღეს გახდება საჯარო. ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი გადასცა. ამის შემდეგ კი, 22 აპრილს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო და ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადასცა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)