|
2022-04-26 13:20:07, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია
ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს არეულობა და ამისთვის აწყობს რევოლუციურ და ნებისმიერ სხვა გეგმას. „ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია. რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ამ ორი თვის განმავლობაში, დღეს უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა ოფიციალურმა კიევმა. „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია და ომის პარტია არის იმიტომ, რომ ისინი არიან მოღალატეები. ანუ, ომის პარტიასთან ერთად ისინი არიან ღალატის პარტია. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსულუტურად ლოგიკურ კავშირში ერთმანეთთან. „ნაცმოძრაობას“ სურს ერთადერთი რამ დღეს და ამისთვის აწყობენ ისინი რევოლუციურ გეგმებსაც და ნებისმიერ სხვა გეგმას, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)