14:35 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 21:47:55, 1155 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაისთან, კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ჯეიმს აპატურაისთან, კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა  - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ უსაფრთხოების საბჭო ავრცელებს.


მათივე თქმით, შეხვედრაში კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით ჩართული უწყებების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და ნატოს წარმომადგენელი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით, სტაშა ნოვაკი.


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ ჯეიმს აპატურაის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ასევე, მისი აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.  მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმასა და მის ძირითად კომპონენტებზე. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა  უკვე დამტკიცებული კონცეპტუალური დოკუმენტის - კიბერუსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგიის საკითხი. გიორგი ღიბრაძემ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე უწყებების საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.


მხარეები კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


აღსანიშნავია, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოება საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყნის მედეგობის შემდგომ გაძლიერებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics