|
2022-04-15 16:40:40, 1230 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად განხორციელებულ და მიმდინარე ჰუმანიტარულ აქტივობებს. მხარეებმა ასევე, ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს. კახა კალაძე გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამასა და ჰუმანიტარულ ღონისძიებაზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და თბილისში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად ხორციელდება. „პირველ რიგში, მადლობა თანამშრომლობისთვის. საქართველო და მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ჩვენ შევძელით მუნიციპალური სერვისები გაგვეხადა უფასო და ხელმისაწვდომი უკრაინელი დევნილებისთვის. მათ შორის, ტრანსპორტით გადაადგილება, საბავშვო ბაღების მომსახურება, სპორტული და შემოქმედებითი წრეები და სხვა. ამასთან, ჩვენი ორგანიზებით, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით, თბილისიდან გაიგზავნა 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ამდენივე იგზავნება კიდევ ეტაპობრივად. თბილისის ათივე რაიონის გამგეობას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია უკრაინის მოქალაქეებთან და უწევენ მაქსიმალურ დახმარებას მათ. მე იმედი მაქვს, თქვენთან თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ უკრაინელ დევნილებს“, - კახა კალაძე. როგორც UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გაწეული დახმარებების შესახებ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კემლინ ფურლიმ კახა კალაძეს თბილისის მიერ უკრაინელი ხალხისადმი აქტიურად გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განხილული საკითხების მოგვარების პროცესში აქტიური ჩართვა და გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილე მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)