|
2022-04-13 13:27:22, 1244 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - „ოცნების“ გზას ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე მივყავართ
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტი მოწმობს, თუ რამდენად მძიმე მდგომრეობაში იმყოფება ახლა ქვეყანა. "თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს, თითოეული გვერდი გვაჩვენებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე", - ამბობს მელია. ამასთანავე, მელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში ნათქვამია, რომ საქრთველოს ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლების ის ერთადერთი წყაროა, რომლის მთავარი და ისტორიული მისიაც ისაა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან დაიხსნას ქვეყანა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)