12:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 13:24:25, 1212 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან

ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეცაა საუბარი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში. 

"სააკაშვილი ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური. რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ, სისტემამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლოს ანგარიშის ერთ-ერთ თავში - "წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირობებსა და გარემოებებზე წერს.

ანგარიშში საუბარია, რომ 11 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვა გამოეძია ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ეს ეხება რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მოშიმშილე სააკაშვილის იძულებით გადაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics