|
2022-04-11 22:03:10, 1101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როცა უკრაინისგან ვნახავთ პროგრესს, შეიძლება, ვიფიქროთ უმაღლეს დონეზე ვიზიტზე
გავახმოვანეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით, რას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა დღემდე რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. „გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა მმართველი გუნდის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი, ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს და შემდეგ გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ შერბილებული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. როცა ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, არც ერთი არ მოგვისმენია. მესამე, ალბათ ყველაზე პრინციპული საკითხი, ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე, ადამიანები რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი. ესენი არიან სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და არახამია, ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებად აღიარებული, იკავებდნენ თანამდებობებს საქართევლოში, რა თქმა უნდა უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია, დაიგეგმოს უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტიც. „როგორც კი დავინახავთ პროგრესს პირველი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია ვიფიქრებთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის გაგრძელებაზეც. ჩვენ გვჭირდება რეაგირება, თავდასხმა იყო რეალურად ელჩის გაწვევა და თავდასხმა იყო ცრუ ბრალდება კონტარაბანდასთან დაკავშირებით. თავდასხმაა, როდესაც პატიმარი სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე, ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ რა თქმა უნდა კონტრშეტევების განხორციელებას. იმისათვის რომ საფრთხე არ შეექმნას მეგობრობას, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხებათ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება ხელისუფლებიდან პირველ რიგში წაადგება უკრაინის ხელისუფლებას. თუ სააკაშვილს აღარ ექნება ეს სტატუსი, თუ ადეიშვილი აღარ მისცემს მათ იმ რჩევებს, რომლითაც საქართველოშიც ხელმძღვანელობდა, თუ ლორთქიფანიძე არ იქნება კონტრდაზვერვითი საქმიანობით, დამიჯერეთ, ეს წაადგება პირველ რიგში უკრაინას და მეგობრობის გაღრმავებას“, – განაცხადა კობახიძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)